Crazy Heart

Posted: თებერვალი 24, 2010 in კინომანია
ტეგები:


ფილმის რეჯისორი: Scott Cooper
სცენარის ავტორი: Scott Cooper; Thomas Cobb
როლებში: Jeff Bridges; Maggie Gyllenhaal; Colin Farrell; Robert Duvall; Beth Grant; Annie Corley; Tom Bower; Jack Nation

IMDB

ფილმი ნომინირებულია ოსკარის ნომინაციებზე:
მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი (Jeff Bridges)
ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი: (Maggie Gyllenhaal)
საუკეთესო საუნდტრეკები ფილმისათვის.

ასევე ფილმი ნომინირებულა და მოგებული აქვს სხვადასხვა კინო ფესტივალები…

ამ ფილმს ველოდი… და როგორც იქნა გამოანათა ინტერნეტ სივრცეში ნორმალურმა ხარისხმა, ნორმალურივე გახმოვანებით და მეც ჩავუჯექი…
ფილმი მოგვითხრობს ერთ ქანთრის შემსრულებელ მუსიკოსზე, რომელის პოპულარობის წლები და ჰიტები მხოლოდ უფროს თაობას ახსოვს…მუსკიოსის ვარსკვლავი უკვე ჩასვლის პროცეშია… მისი ცხოვრება ერთი შეხედვით უაზროდ მიედინება: ალკოჰოლი და მისი ძველი გიტარა…. შტატიდან–შტატში მოგზაურობს და ბარებსა თუ ბოულინგ კლუბებში კონცერტებს მართავს, თან მისი ასაკის ქალბატონებს “ეჩალიჩება” და იაფფასიანი მოტელიდან დილით ჩუმად ეპარება წუთიერი სიამოვნებისთვის დაკერილ “დეიდებს” (უფრო ბებიებს)… BaD Blake ასე ქვია მას და მისის ნამდვილი სახელის გამჟღავნებას მხოლოდ სიკვდილის მერე აპირებს…
Jeff Bridges მა საკმაოდ კარგი ტიპაჟი შექმნა. ცხოვრებით დაღლილი მუსიკოსი რმელიც მხოლოდ იმიტომ უკრავს რომ ერთი ბოთლი ვისკის ფული იშოვოს, შეხვდება და შეიყვარებს ქალს რომელიც გააღვიძებს მასში გრძნობებს. ბედი ისევ იწყებს მუსიკის წერას და ალკოჰოლთან ბრძოლას ….

jeff ი შეუდარებელია ამ როლში. Maggie Gyllenhaal კარგად თამაშობს მარა საოსკარე დონე ვერ არის ჩემის აზრით… ასევე საინტერესოა Colin Farrell ის როლიც… ის მთავარი გმირის კონკურენტ მუსიკოსად გვევლინება და მიუხედავად ფილმში მისი მონაწილეობის პატარა ეპიზოდისა, საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი შექმნა…

მე რაც არ უნდა ვეცადო ამ ფილმის შინარსიის გადმოცემას აზრი არ აქვს, მაინც არ გამომივა რადგან ფილმი გაფორმებულია მშვენიერი მუსიკალური კომპოზიციებით, ასერომ ფილმების და მუსიკის მოყვარულებმა ეს მშვენიერი კინო პროდუქცია უნდა იხილოთ და ისაიმოვნოთ 🙂

ეს კი ოფიციალური ტრეილერი:

ესეც ფილმის საუნდტრეკები:

01. Hold On You – Jeff Bridges
02. Hello Trouble – Buck Owens
03. My Baby’s Gone – The Louvin Brothers
04. Somebody Else (Instrumental) – Stephen Bruton
05. Somebody Else – Jeff Bridges
06. I Don’t Know – Ryan Bingham
07. Wesley’s Piano – Thomas Canning
08. Fallin’ & Flyin’ – Jeff Bridges
09. Searching (For Someone Like You) – Kitty Wells
10. I Don’t Know – Jeff Bridges
11. Once a Gambler – Lightnin’ Hopkins
12. Are You Sure Hank Done It This Way – Waylon Jennings
13. I Let the Freight Train Carry Me On – The Delmore Brothers
14. Color of the Blues – George Jones
15. Joy – Lucinda Williams
16. Fallin’ & Flyin’ – Jeff Bridges & Colin Farrell
17. Gone, Gone, Gone – Colin Farrell
18. If I Need You – Townes Van Zandt
19. Reflecting Light – Sam Phillips
20. Mal Hombre – Lydia Mendoza
21. Live Forever – Robert Duvall
22. Brand New Angel – Jeff Bridges
23. The Weary Kind (Theme from Crazy Heart) – Ryan Bingham

http://rapidshare.com/files/340268236/C3azj_H_Dx_10.rar

გმადლობთ ყურადღებისთვის 🙂

კომენტარები
  1. SIO777 ამბობს:

    ver vicer, iqneb sadme qartul serverze atvirtot, tu ar dagezareba…. dzalian minda rom gadmovcero.

  2. david ამბობს:

    magaria

Leave a reply to david კომენტარის გაუქმება