კომერციული სიკვდილი

Posted: February 21, 2010 in სტატია
Tags:


სტატიის დასაწყისში მინდა მოვიყვანო პატარა ციტატა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან “საუბარი ღმერთთან”
–მამაზეციერო რატომ აფასებენ მწერალს სიკვდილის შემდეგ?
–იმიტომ რომ მკვდარი ვერავის ებრძვის სულელო. თავში ჩამიკაკუნა მუშტი ღმერთმა

სიკვდილი ადამიანის ფსიქიკაში ცუდ ემოციებს ბადებს… აგრეთვე სიბრალულს და აიძულებს იფიქროს ადამიანს გარდაცვლილზე… ადამიანი სიცოცხლეში არ ფასდებაო ნათქვამია…
თანამედროვე მსოფლიოში ფული მამოძრავებელი ძალაა რომელიც ძალაუფლებას უზრუნველყოფს… ფული ადამიანს ბევრ რამეს აკეთებინებს და ასევე აიძულებს ფულის კეთების ხერხების მოფიქრებასა და დახვეწვას. სწორედ ამ იძულებამ თუ ფულის შოვნის ძლიერმა სურვილმა მიყვანა ადამიანი ეფიქრა სხვა ადამიანის სიკვდილით ფული ეშოვა…
კომერციული სიკვდილის მრავალი მაგალითი არსებობს… თითქოს და ადამიანის უკვდავსაყოფად ჩატარებული აქციების,უკან უზარმაზარი ბიზნესი დგას. კარგმა PR შიკმა ყოველთვის იცის რომ პიროვნების სიკვდილი დიდ პლიუსს აძლევს ამ პიროვნების სახელის (გნებავთ ბრენდის) გაყიდვაში. დაუბრუნდეთ მაგალითებს: დღეს დღეობით ყველაზე აქტუალური მიანც ჯექსონის თემაა. 2009 წელს პოპის მეეფის სიკვდილის შემდეგ გადაიღეს ფილმი ჯექსონზე რომლის ბიუჯეტიც 60 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, ხოლო ამ ფილმის კინო გაქირავებით შემოსული თანხა $260,837,200 გახლდათ. ყურადრებას აღარ ვამახვილებ ჯექსონის პატივსაცემად გამართული კონცერტების შემოსავალზე…
ასევე რეპერი 2 pac ის სიკვდილის შემდეგ გამოსულ ალბომს All Eyez on Me ს 9 გზის პლატინა მიანიჭეს…
მხოლოდ მუსიკალირი სამყაროთი რომ არ შემოვიფარგლოთ Heath Ledger ის შემთხვევაში გარდაცვალების შემდეგ აღებული ოსკარი და კიდევ უამრავი კინო კრიტიკოსთა ჯილოდც შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად.
საქართველოში კომერციული სიკვდილის ფაქტი არ მახსოვს, მაგარმ ირაკლი ჩარკვიანი ან თუნდაც გალაკტიონი სხვა ქვეყნის მოქალაქეები რომ ყოფილიყვენ, გარდაცვალების შემდეგ მათი შემოქმედება საკამოდ კომერციული იქნებოდა.
ბევრი გარდაცვლილი ადამიანის სახელი დღემდე აკეთებს ფულს… პოპოულარობა მხოლოდ ცნობადობას ზრდის, თორემ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორი ადამიანი იყავი, უბრალოდ სიკვდილი უნდა იყოს და დანარჩენს უკვე PR ი მიხედავს. ამ მაგალითის მშვენიერი ამსახვეილა ფილმი “World s Greatest Dad” რომელიც კინო კრიტიკოსებმა ამერიკულ შავ კომედიად მონათლეს.
P.S არ ვიცი სტატია რამდენად საინტერესო და კარგი იყო. უბრალოდ საკამოდ მაღიზიანებს ის ფაქტი რომ ადამიანი სიცოცხლეშიარ ფასდება ხოლო გარდაცვალების შემდეგ მას აღმერთებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s