რა ხდება აქ?

მოგესალმებით ყველას… თქვენ შემოაბიჯეთ ზევსის ბლოგზე კეთილი იყოს თქვენი IP მისამართი ჩემს ბლოგზე… ვეცდები შემოგთავაზოთ საინტერესო პოსტები და ვიბრძოლო ბლოგის პოპულარიზაციისათვის…

პირველ რიგში მინდა გავამახვილო თქვენი ყურადრება თუ რატომ მივჰყავი ხელი ბლოგერობას… მივესალმები ბლოგერთა ქართულ არმიას, რომელიც საკმაოდ საინტერესო სტატიებით გვანებივრებს… აქტიური მკითხველი ვიყავი (და ვარ) რამოდენიმე ბლოგის და დიდი ხანია მქონდა სურვილი საკუთარი მოკრძალებული ბლოგი გამეკეთებინა სადაც ჩემს აზრებს და იდეებს ამოვაფრქვევდი… და როგორც იქნა გამოვნახე დრო და ამ მადლიანი wordpress ის მადლი მეც შევიწიე.
ადამიანი როდესაც შემოდის სხვა ადამიანის ბლოგზე ინსტიქტურად უჩნდება ინტერესი ვინ არის ბლოგის ავტორი, ანუ ვინ ვარ მე?
შევეცდები რამოდენიმე სიტყვით მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ ჩემზე… მოკლედ:::: სულით და ხორცით ქართველი, ეგოისტი, ზარმაცი, მერწყული, ოდნავ მაღალი და ხანდახან ნერვების მომშლელი (ვისთვის როგორ) სტუდენტი გახლავართ … მიყვარს მეგობრები, მუსკია, წვიმა, სილამაზე და ზღვა… არ მიყვარს შურიანები, “არაადამინები” და ჯონჯოლი… გართულება მაქვს “ტოქსიკურ” სუნამოს “სურნელებაზე” და შესაბამისად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად მაცემინებს… არ უყურებ კურიერს და საერთოდ ტელევიზორს… მე მიყვარს თბილისი… დილით დავრბივარ და ვესალმები მეეზოვეებს… მინდა შემოვიარო მთელი საქართველო… მეგობარს ვერ ვაპატიებ ღალატს, ხოლო ჯურნალისტს კითხვას:რას ვერ აპატიებთ მეგობარს?… მაქვს საკმაოდ ცვალებადი ჰობი და ხასიათიც… უფრთხილდები ჯანმრთელობას და არ ვეწევი ბევრ სიგარეტს… ვაფასებ იუმორს როგორც ზოგადად მცნებას და მიხარია როდესაც ადამიანებს იუმორის შეგრძნება აქვთ…