Who am I ???

Posted: June 2, 2014 in სტატია
Tags:

13 წლისამ უკვე ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში და საერთოდ რა უნდა მეკეთებინა რითი უნდა “მეჭამა პური”
17 წლისამ გადავწყვიტე რომ 13 წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტილებით ისე ვერ “შევსჭამ პურს” როგორც მინდა
20 წლის ასაკში დავფიქრდი და მივხვდი რომ აშკარად 13 წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტილება სჯობდა…

რამდენიმე დღის წინ… ქალაქი თბილისი…ლექცია… რაღაც ეკონომიკურ თეორიაზე გატაცებით საუბრობს და თან მაგალითები მოყავს “სხვა თანაბარ პირობებში” ქვეყნების თუ კომპანიების მოქმედებისა… დამსწრე აუდიტორიის ნაწილი გატაცებით უსმენს და ცდილობ ჩაერთოს ერთობ გენიალური რეპლიკებით… ნაწილი რაღაცაზე ღადაობს… ნაწილი კი ბუზებს ითვლის… მე პირველ 2 ჯგუფს არ განვეკუთვნები არ ვარ ხასიათზე და არც ბუზებს ვითვლი იმიტომ რომ მარტში ცივა და ბუზები არ დაფრინავენ, სამაგიეროთ ზოგიერთნი მიანც ითვლიან მათ… ჩემი ტვინი გამალებით მუშაობს და ნერვებიც აშკარად იჭიმება… აზრი იბადება , თითქოს ვიცოდი ეს ყველაფერი მარა მაინც უმალავდი საკუთარ თავს და ეხლაც ვცდილობ დაბადებიდანვე მოვკლა მაგრამ არ გამომდის: როგორ არ მაინტერესებს ეს ყველაფერი და საერთოდ რა მინდა ამ ფაქკულტეტზე… მეგონა ფეხზე წამოვხტი და დავიყვირე ეს ყოველივე მაგრამ …. მაგრამ მე 4 კურსზე როდესაც რამდენიმე თვეში დიპლომი უნდა ავიღო და მაგისტრატურას უნდა შეუარდე წელში გვიანი აღიარებაა, სადაც გამოთქმა “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” არ გამოდგება… ფეხზე წამოვდექი და გავედი… სუფთა ჰაერზე გამოსვლა და პაპიროსის მოკიდება მექანიკურად მოხდა… და ვცადე გამეხსენებინა როგორ მოვედი მე 4 კურსამდე და თამბაქოს კვამლში გავეხვიე…

პირველად ეს 90 იანების თბილისში მოხდა…

მახსოვს აბიტურიენტობის პერიოდი… არაფერი არ მომიკლია მაგრამ მაინც ჩავაბარე სადაც მინოდა ( ნეტა რა მინოდა) 1 კურსმა სიცილ ხარხარში ჩაიარა… პირველ წელს ვსწავლობდი ნორმალურად… მე 2 კურსზე უკვე მეზარებოდა… მე 3 კურსზე ვმუშაობდი და იმ წლის უნივერსიტეტი არც მახსოვს… დღეს მე 4 კურსზე ვარ…

ცხოვრება ჭადრაკს ჰგავს… სრულიად ვეთანხმები ამ თეორიას არ ვიცი რატომ მაგრამ მართალია!!! თვითეულ სვლას გააზრება და გათვლა უნდა არ მოვყვები ახლა ცხოვრებისეული პარტიის გარჩევას უბრალოდ პატარა მაგალითს მოვიყვან ჩემი მწირე ცხოვრებისეული გამოცდილებიდან :
შეგნებული ცნობიერების ჩამოყალიბების შემდეგ რეჟისურა და საერთოდ კინო ხელოვნება გახლდათ ჩემი ინტერესის სფერო… და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერიტეტიც მიზანში მქონდა ამოღებული…. მარგამ რა … დღეს ეკონომისტი მქვია…. (ან მქვია საერთოდ) ჩემს დღევანდელ ფაკულტეტზე იმის გამო არ მოვხვედრილვარ რომ ქულები არ მეყო უბრალოდ მე ავირჩიე ასე…
და რატომ ამვირჩიე ???
იმიტომ რომ :
ვიფიქრე უფრო შემოსავლიანი პროფესია მექნებოდა
მეგონა მაინტერესებდა კიდეც
მოკლედ ასე მირჩიეს

და აი შედეგიც ასეთია: უნდა ვისწავლო და ვიმუშაო იქ სადაც არ მაინტერესებს !!!

პოსტი ეძღვნება აბიტურიენტებს !!!
აბიტურიენტობა ყველაზე საინტერესო და გადამწყვეტი მომენტი ადამიანისთვის… ჯერ ქართული მერე უნარები oh shit ინგლისურზეც გაგივანდება… მოკლედ დარბიხარ აქეთ იქეთ და სწავლობ… იტანჯები ვერ ერთობი იმ მომენტში როცა ყველაზე მეტად გინდა… და ამ ყველაფერს აკეთებ იმის გულისთვის რომ შენ შეიქმნა მომავალი და არა იმიტომ რომ მერე შენმა მშობლემა თქვას ჩემი ბიჭი/გოგო (რაღაც) უნივერსიტეტში სწავლობს, უკვე სტუდენტია ენაცვალოს დედა/მამა… არავითარ შემთხვევაში !!! ასერომ მეგობრებო ვინც ახლა იწყებთ სტუდენტობას და დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ იწყებთ ხოხვას (პირველი ნაბიჯები ჯერ ადრეა) გირჩევთ დაფიქრდეთ იმაზე თუ რისი კეთება მოგინდებათ 10 წლის მერე და რას ისწავლიდით ეხლა… არ დაიშუროთ დრო, ფიქრისათვის თორემ ინანებთ და მერე გვიან იქნება.

26/03/2011

მართალი ვიყავი 02/06/2014

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s