მობილურმა როკენროლას საუნდტრეკი მეორედ რომ დარეკა და ძილის შანსი აღარ დამიტოვა, თავი წამოვწიე და 8 ის ნახევარზე საყვარელი “ბაშმაკებით”, პირში პაპიროსით და ოდნავ უძინარი სახით, ავტო ფარეხის კარებთან ვიდექი. როგორც ყოველთვის გარაჟის კარები უხმაუროდ გავაღე და ჭიჭიკო გარეთ გამოვაგორე.
ჭიჭიკო ეს ჩემი არცთუ ისე ძველი მეგობარი ფოლცვაგენ გოლფ 3 ია… წითელი, კარგ “ვიდზე” მყოფი (როგორც თბილისში იტყვიან ) ყოველთვის მწყობრში მყოფი ჩემი პირველი მანქანაა. რამდენიმე წუთში მე და ჭიჭიკო ერთად უსმენდით ჯაზს და სამსახურისკენ მაღალი სიჩქარით მივქროდით… ყველაფერი ისე იყო როგრორც ყოველ დილით ხდება ხოლმე, ჩემს მანქანაში მარწყვისა და სიგარეტის შეზავებული სუნი დგას, ნამცნობი მელოდია ჟღერს, ისევ იმ ადგილას ისევ ის ბიჭი დგას სსდს ქურთუკით და ისევ იმ დროში მიუახლოვდი გზაჯვარედინს, რომელის გავლის შემდეგაც ჭიჭიკო დისლოკაციის ადგილს მიაღწევს და ჩვეულ პარკინგზე, ჩვეულ ადგილას, სამუშაო დღის დამთავრებამდე დამიცდის. შუქნიშანი, რომელზეც მე ახლა ვდგავარ ორი დიდი ქუჩის გადაკვეთას აკონტროლებს და მარცხნივ შეხვევას კრძალავს… მაგრამ მე როგორც ყოველთვის უხვევ მარცხნივ და უფრო სწრაფად მივდივარ სამსახურში, ვიდრე წესების დაცვით შევძლებდი ამას… აგერ უკვე 1 წელია რაც დილას წესების დარღვევით ვიწყებ და პატრულსაც არასდროს გაუჩერებივარ. ნეტა ისევე მიმართლებდეს პოკერში, როგორც ყოველ დილით მიმართლებს… ამაზე ჩამეღიმა და აკრძალული მანევრის დროს სასწაულად ავცდი უეცრად გამოვარდნილ შემხვედრ მანქანას, საჭე ძლივს დავიმორჩილე… თვალთ დამიბნელდა, გავითიშე… მერე პატრულის სირენა ხრინწიანი ხმათურთ გავიგე: JAZ-525 პარკინგის ადგილას გააჩერე… ერთი მაგრად კი შევიგინე, მარა ჩემი ნომრების ხმამაღალი გაჟღერება გულის სიღრმეში მესიამოვნა. რაღთქმაუნდა ბრძაებას დავემორჩილე, და ახლა მე და ჭიჭიკო ველოდებით პატრულის ოფიცერს, რომელიც ჩემსკენ მომავალი ქუდს ისწორებს…
-გამარჯობა ოფიცერი … …. ( არც მიმიქცევია ყურადრება მისი სახელი და გვარისთვის ისე გავიღიმე)
-საბუთები წარმოადგინეთ. სალამი არც მაცალა ისე მომახალა. “ბარდაჩოკისკენ” გადავიხარე გადმოვხსენი და საბუთების ამოღება ვცადე უშედეგოდ, ღვედმა არ გამიშვა. მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა და ჩემი საბუთებით ხელდამშვენბებული სამართალდამცავი საკუთარ მანქანას დაუბრუნდა. მუსიკას დაუწიე და საათს დავხედე. უკვე ვაგვიანებდი, სიბრაზისგან თავი მარჯვნივ გავაქნიე და ადგილზე გავშეშდი… ჭიჭიკოს მარჯვენა ფრთიდან რამდენიმე მეტრში გოგონა იდგა და ისიც საათს უყურებდა. მაღალი სუსტი, გრძელი გაშლილი წაბლისფერი თმით, ნატიფი სხეულით, სადად და თითქოსდა ამავდროულად მიმზიდველად ჩაცმული,უცნაური და საინტერესო. მისი ჰაბიტუსის აღქმა დამთავრებული არც მქონდა, მან შემომხედა და გამიღიმა, მე ისევ მიშტერებული უყურებდი ის კი მიღიმოდა. ნუთუ უღიმიან თბილისში ასე უცნობებს? არამგონია სადმე იღიმებოდეს ასე ვინმე… შუშაზე მძლავრმა კაკუნმა გამომაფხიზლა და ჩემი საბუთებითა და ბორტკომპიუტერით ხელში ოფიცრის მრისხანე სახეს შევეჩეხე…
-ჯარიმა დაგეწერებათ… ბორტკომპიუტერი საჭეზე დამიდო.
ხელი სასწრაფოდ და უემოციოდ მოუწერე, მიუხედავად იმისა, რო ეს ჩემი პირველი და თან სოლიდური ჯარიმა იყო. მერე საბუთები და ქვითარი გამოვართვი და ისევ მარჯვნივ გავიხედე… არავინ იყო. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი გაშტერებული მაგრამ პატრულის მანქანის სირენამ გამომაფხიზლა.
ჭიჭიკო დავქოქე და რატომღაც მე 2 ცდაზე შევძელი მანქანის დაძვრა…
რამდენიმე წუთში ჩემს სავარძელში ვიჯექი და ვფიქრობდი
-კომპიუტერი ჩართე შეჩემა დაგჭირდება. იკამ გამიღიმა და კეისზე მდებარე ღილაკს თითი დააჭირა. კომპიუტერმა ერთი ამოიხვნეშა და ჩატვირთვა დაიწყო.
საქმეს შეუდექი მაგრამ ფიქრები მაინც არ მშორდებოდა თავიდან…
ვფიქრობდი იმ გოგოზე და საკუთარ თავზეც… რა მოხდა ეს ??? რა იყო ??? რატო ვფიქრობდი ამ გოგოზე აგერ უკვე 2 საათი??? ალბათ იმიტომ რომ გამიღიმა, თბილისში ასე არ იღიმებიან… მარა ღიმილი რა შუაშია, აგერ ეს პრისელერი გოგონაც მიღიიმს
-25 ერთეული მინდა დღეისთვის. უთხარი და გავბრუნდი
-ფულს ეხლავე გადმოვრიცხავ. კაბინეტის კარი შევაღე და შევედი
-2 საათში მოიტანენ. გავიგონე კარებს იქედან… იქნებ მომეჩვენა??? მარა არა რა მომეჩვენა ნაღდად იყო… ეხლაც თავლწინ მიდგას… ერთი ნახვით შეყვარება ??? არა რა სისულელეა, რამდენისთვის დამიცინია ამის შესახებ. ეს ხო მოგონილია არ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება… ფუ ბლიად შარში ვარ …
-რა გჭირს ტო დღეს რაღაც სევდიანი და მოწყენილი ხარ ტარიელივით, გამო პროდუქცია მოიტანეს და ხელი გაქ მოსაწერი. იკამ პასტა გადმომიგდო და გასვლისას კარი ღია დატოვა…
საბუთებს ხელი მოვაწერე და გარეთ გამოვედი. ყოველთვის ჭიჭიკოსთან, პარკინგზე ვეწეოდი სიგარეტს…
პაპიროსის ნახევარზეც არ ვიყავი მისული რო იკა გამოვიდა ჟესტიკულაციით მანიშნა გირეკავენო და ისევ შევიდა… სიგარეტი გადავაგდე და კაბინეტში დავბრუნდი…
სამუშაო დღე ჩემი ტანჯვით გაგრძელდა… დრო ნელა გადიოდა, მიუხედავად იმისა რო საქმეც ბევრი მქონდა და საფიქრელიც…
–დღეს აქ არ ხარ შენ
–ხო შეჩემა ვერ ვარ რაღაც
–რა გჭირს მოყევი ტო
–პატრულმა დამაჯარიმა დილით
– მაგის გულისთვის ჩამოგტირის მთელი დღეა სახე. იკამ ისე შემომხედა რო აშკარად არ დაიჯერა.მე საათს შევხედე და ეხლაღა გავაცნობიერე რო ნახევარ საათში სამუშაო დღე სრულდებოდა.
–გოგო ვნახე ერთი
–აუ ვიცოდი ბოზიშვილი ვიყო… იმენა მიზანში გავარტყი. არ დამამთავრებინა იკამ
–ან მაცლი ან გიშვებ სამსახურიდან. გავიღიმე მხოლოდ იმიტომ, რომ იკას ეს ნათქვამი სერიოზულად არ მიეღო.
–იტოგში სხვანაირი იყო რა აი ისეთი… არ ვიცი რა როგორი… ესეთები თბილისში არ დადიან და მემგონი არც არსად არ არიან… სხვა იყო. მივხვდი რო ლაპარაკი მიჭირდა და სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
–კაი იკუშ დაიკიდე ხვალ გამივლის, მიდი საქმეს მიხედე და დავიკეტოთ… ირაკლიმ გაიღიმა და კაბინეტიდან გავიდა.
ჭიჭიკო დავქოქე და წამოვედი. იმ ადგილას გავჩერდი კიდეც მაგრამ უშედეგოდ.მხოლოდ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი საქმიანობდა თავისთვის…
გზად არც მუსიკა ჩამირთავს და არც პაპიროსი მომიწევია. თითქოს ჭიჭიკოც იზიარებდა ჩემს განწყობას, ან ტვითონაც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო,რადგან როგორც მე დავინახე ის გოგო ისე დაინახა მანაც… მანქანა გარაჟის წინ გვაჩერე და სახლში ავედი… მაცივრიდან გამოღებული ლუდის ქილა გავხსენი და სავარძელში ჩართულ ტელევიზორთან დავჯექი… ლუდი მოვწრუპე და თვალები დავხუჭე ვცდილობდი დილის სურათი აღმედგინა…
–დღეს დილით სამაშველო სამსახურმა ახალგაზრდა გოგონას გვამი ამოიყვანა მდინარე მტკვრიდან. ინსტიქტურად თვალი გავახილე და ტელევიზორს მივაცქერდი.
–23-24 წლის გოგონას გვამი რომლის ამოცნობა ჯერ ვერ მოხერხდა გადაყვანილია პროზექტურაში. და ამ დროს ეკრანზე ნაცნობი სახე გამოჩნდა… ეს იყო ის გვამი რომელიც მტკვრიდან ამოიყვანეს და ეს იყო ის გოგონა რომელმაც დილიდან ალიაქოთი შეიტანა ჩემს ცხოვრებაში. ის იყო… ის სახე ის თმა… თვალწინ ის ღიმილი დამიდგა და ვიგრძენი როგორ გამიცურდა ლუდის ქილა ხელიდან. სურვილი მქონდა ყველაფერი დამელიეწა, გამენადგურებინა, მეყვირა, მეღრიალა, მაგრამ ვერ ვახეხებდი… რაიმეს განადგურების სურვილი მქონდა, მინდოდა მესროლა,მეჩხუბა, დამეჭრა, დავჭრილიყავი… რამდენიმე წუთში გავაცნობიერე რო კომპიუტერთან ვიჯექი და ეკრანის ნათებას უაზროდ მივცქეროდი…
ნუთუ რო მიღიმოდა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თავის მოკვლა ან ვინმემ ხელი ხო არ კრა… დავიჯერო მარტო სიკვდილის წინ უბრწყინავთ სახე ადამიანებს… იქნებ უნდა გადავსულიყავი და ყავაზე დამეპატიჟა იქნებ გადაეფიქრებინა ან არ მოხდარიყო რაც მოხდა… თვალები მაგრად დავხუჭე და რამდენიმე წამის შემდეგ ძლივს გავახილე… სხვაგან ვიყავი სახეში თეთრი შუქი მანათებდა, ოღონდ ეს მონიტორი არ იყო… მერე ვიღაც თეთრებში ჩაცმულის სახე დავლანდე, რომელიც პირბადით დამყურებდა და თვალებში ეტყობოდა რომ მიღიმოდა…
–საიქიოდან დაბრუნებულს გაუმარჯოს… ნელა უნდა იარო შვილო… თავში საშინელმა ფიქრებმა გამიარა და ტკივილთან ერთად სიცარიელე ვიგრძენი მთელს ორგანიზმში
-ჭიჭიკო… ძლივს წარმოვთქვი და ვიგრძენი რო კიდურები არ მემორჩილებოდა… გოგო ის გოგო თავს მოიკლავს!!! წამოვიძახე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ
-ტვინის შერყევა, პოსტ–ტრანვული შოკი და ჰალუცინაციები… გადაულაპარაკა პირბადიანმა მეორე პირბადიანს…

საავადმყოფოში 2 კვირა გავატარე და სახლში გაწერის წინა დღეს, გაზეთში ასეთ სტატიას წავაწყდი:

ქალაქ თბილისში 21 წლის გოგომ, თავი მოიკლა.
ამ დროისათვის მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია.
აღნიშნულ საკითხზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s