გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები

Posted: September 14, 2010 in სახალისო, სტატია, YouTube
Tags: ,


მახსოვს სკოლის პერიოდი… საკმაოდ ნათლად მახსოვს ზაფხულის არდადაგებიდან დაბრუნებულებს, როგორ გამოგვკითხავდა თითქმის ყველა მასწავლებელი თუ რომელი წიგნი (უკეთეს შემთხვევაში წიგნები) წავიკითხეთ. ჩვენც წამოვდგებოდით და ჩამოვთვლიდით ცხელი ზაფხულის პერიოდში დაგროვებულ წიგნებს თავისი სათაურებითა და ავტორებით… გვიხაროდა შექება და ისიც რომ დიდი ხნის უნახავი მასწავლებელი საყვედურებით არ აგვავსებდა…
მასსსს

და აი დადგა ის პერიოდი როცა რამდენიმე წლის წინ სკოლაში დამძიმებული თავით მივდიოდი ხოლმე და ჩემზე განათლებული ადამიანი არ მეგონა დედამიწაზე…

სწორედ ამ პერიოდმა გააღვიძა ჩემში გამჯდარი წესი, თუ ჩვევა და რაღაც ინსტიქტურად დავფიქრდი წინა 3 თვის მანძილზე გადაკითხულ ლიტერატურაზე… მაგრამ ჰოი საოცრებავ და მათი მათემატიკური ჯამი 0 აღმოჩნდა…(რადგან 0+0=0 ეს ხომ ყველასთვის ცნობილია )

ენაცვალოს მამა

ისე შემრცხვა როგორც ალბათ იმ ბავშვებს, რომლებიც სახე აწითლებულები წამოდგებოდნენ ხოლმე და ჩაიბურტყუნებდნენ: მე არაფერი წამიკითხავს მას… შემდეგ კი გასამართლებელ ფაქტებსაც მოჰყვებოდნენ, საყვედურების კორიანტელი, რომ შეემსუბუქებინათ… უცებ ჩემი თავი წარმოვიდგინე ჩემი ასაკის და ამ მდგომარეობაში, ოღონდ სკოლაში… ახლახანს დაბრუნებული არდადაგებიდან… მასწავლებლის სახე, ცხვირზე ოდნავ ჩამოწეული სათვალითა და ირონიული მზერით…

რატომ არაფერი წაიკითხე ამ ზაფხულს ახალგაზრდავ?

კითხვას რომელსაც პატარა დამცინავი ხითხითი მოყვებოდა კლასში და კიდევ უფრო გაართულებდა ჩემს ისედაც რთულ მდგომარეობას…

როგორ ვიმართლებდი თავს?

არ ვიცი ალბათ ასე:

იცით მე ვმუშაობ და თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება

და ის პატარა დრო რაც მრჩება ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო…

იმდენად არ მაქ დრო რომ ჩემი ბლოგიც კი მივატოვე…

რამდენი ხანია ახალი პოსტი აღარ დამიწერია…

ვცდილობ მართვის მოწმობა ავიღო…

სახლშიც თითქმის არ ვარ…

არა შვებულება კი მქონდა მაგრამ სასწრაფოდ დასასვენებლად გავეშურე

იცით წიგნიც კი წავიღე მარა ზღვისპირეთშიც ვერ გამოვნახე დრო მისთვის…

ალბათ უცებ შემაწყვეტინებდა თავისუფალ დროზე წუწუნს და მეტყოდა დაბრძანდით… აღარ არის საჭირო თავის მართლება… და შემდეგ ბავშვზე გადავიდოდა რომელის წაკითხული წიგნების ვრცელ ჩამონათვალს შეაქებდა და ერთ ირონიულ მზერას კვლავ მე მსტყორცნიდა…

დღეს–დღეობით ესეთი დატუქსვა არ მემუქრებდა, რადგან 15 ში არც სკოლაში მივდივარ და არც ვინმე მეგულება ისეთი, ვინც ამ საკითხში ჩამეძიება… თუ არა და დაინტერესებულ პირებს ბოლო–ბოლო მოვატყუებ და ჩემს შუა გზაში მიტოვებულ წიგნებს წაკითხულად ჩავთვლი😦 იმიტომ რომ ამ არსებული სიტუაციის ძალიან მრცხვენია…

მოკლედ პირობას ვდებ, რომ დროის არ ქონის მიუხედავად, მაინც გამოვნახავ დროს და გავაკეთებ იმას რასაც ადრე ვაკეთებდი ხოლმე… ბლოგსაც მივხედავ… წიგნსაც წავიკითხავ… მეგობრებთანაც ბევრ დროს გავატარებ და ისევ ის ზევსი გავხდები რაც ვიყავი….

თუ ჩემნაირ მდგომარეობაში არის კიდევ ვინმე და სამსახურის, თუ თავისუფალი დროის ათასი გამანადგურებლის გამო ამ ზაფხულს წიგნი არ წაუკითხავს… ერთად გავხალისდეთ ცოტა მაინც და აი ასე გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები:

აკაკი

ილია

შექსპირი

ტოლსტოი

გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასკოსები VOT!!!

  • გმადლობთ ყურადღებისთვის…
  • 🙂

    Comments
    1. agatako says:

      ai xval mival da zustad igive kitxvit shemegebeba maswebis umavlesoba!😀

      • zevsi says:

        მერე გაქვს რამე სათქმელი მასწავლებლებთან, თუ შენც არ გეცალა ამ ზაფხულს?🙂

    2. მოლაპარაკე თეთრი ძაღლი says:

      zustad magitom vkitxulobdi bavshvobashi mxatvrul literaturas, kai toni megona… tu bevri gaqvs nakitxi ufro kai roja xar.. magram realurad K CHORTU! mxatvruli literatura drois kargvaa, magas samecniero literatura 9 jer sjobs da samcuxarod mashin mivxvdi roca ukve gamotvinebuli mqonda tavi atasi dochanashvilebit, markesebit da main ridebit …

    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s