7 რამ რაც არ უნდა გააკეთოთ Facebook ში

Posted: May 14, 2010 in სტატია
Tags:


FACEBOOK ი არის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და მრავალრიცხოვანი სოციალური ქსელი ინტერნეტში.
მასში უამრავი ქართველია დარეგისტრირებული და ცოტა უხეშად რომ ვთქვათ დღეს FB “ცვეტშია”

ერთ უცხოურ საიტზე ვნახე სტატია თუ რა არ უნდა გააკეთო facebook ზე რათა იყო დაცული. აქვე გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს:

1. არ გამოიყენოთ სუსტი პაროლი
ეს გულისხმობს იმას რომ არ არის რეკომენდირებული ისეთი პაროლების გამოყენება რომელიც შეიცავს თქვნი გვარს ან სახელს . რეკომენდირებულია მინიმუმ 8 სიმბოლიანი პაროლი და სასურველი იქნება თუ პაროლის შუაში ჩაურთავთ რიცხვებს და სიმბოლოებებს. მაგალითად უბრალო სიტყვა:”houses” შეგვიძლია გავხადოთ უნიკალურ პაროლად: hO27usEs!

2. არ შეავსოთ თქვენი Info ამომწურავად.

ზუსტად და ამომწურავად შევსებული პროფაილი არის საუკეთესო სამიზნე ჰაკერებისთვის. რომლებსაც ამ ინფორმაციის მეშვეობით შეუძლიათ შეაღწიონ თქვენს საბანკო ანგარიშებზე და გარკვეული ზიანი მოგაყენონ.

3.ნუ გახდით შესაძლებელს თქვენი გვერდი ნახოს ყველამ
შეზღუდეთ facebook ზე თქვენი გვერდი. მიეცით უფლება მხოლოდ მეგობრებს და გარკვეულ ჯგუფების წევრებს მიიღონ თქვენს შესახებ ინფორმაცია… სურვილის და ნდობის არ ქონის შემთხვევაში შეუზღუდეთ ინტერნეტ მეგობრებს ინფორმაცია თქვენს შესახებ.

4. ნუ გამოაქვეყნებთ თქვენს გვერდზე, რომ არ იქნებით სახლში გარკვეული დროის მანძილზე.
სტატიის უცხოელი ავტორი გვეუბნება რომ ეს იგივეა რაც წარწერა კარებზე “სახლში არავინ არის” ნუ გაუკეთებთ საჩუქარს მძარცველებს, მშვიდად გაატარეთ თქვენი არდადაგები და მხოლოდ შემდეგ გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება ინტერნეტ მეგობრებს

5.დაბლოკეთ საძიებო საშვალებები თქვენს გვერდზე
იმისთვის რომ დაიცვათ თქვენი გვერდი უცხო ადამიანებს შემოსვლისაგან საჭიროა facebook ის Search პარამეტრების ველში შეხვიდეთ და მონიშნოთ Only Friends for Facebook search results. ამის შემდეგ თქვენი სახელი და გვარი არ გამოჩნდება facebook ის საძიებო ველში

6. გააკონტროლეთ თქვენი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის facebook ი
ფესიბუქზე დარეგისტრირების შეზღუდვა არის 13 წელს ქვემოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ბავშვები ხშირად რეგისტრირდებიან ამ სოციალურ ქსელზე. იმისათვის რომ გააკონტროლოთ მათი გვერდი საჭიროა გახდეთ მათი მაეგობარი, რათა ყოველდღიურად შეამოწმოთ მათი სტატუსები თუ გარკვეული ინფორმაცია რომელიც შეიძელბა შეიცავდეს თქვენთვის და თქვენი ოჯახსითვის საფრთხის შემქმნელ იინფომრმაციას. მაგალითად როდესაც ბავშვი პერიოდულად პოსტავს “დედა ერთ საათში დაბრუნდება მე კი გაკვეთილები ჯერ არ მისწავლია ” ასეთი ინფორმაცია ნათელს ხდის მშობლიების მუშობის გრაფიკზე

7.ეს ბოლო რჩევა კი ჩემგან🙂
წერეთ ქართული შიფტით… ასე უფრო ლამაზაად გამოიყურება როგრც თქვენი პოსტი ასევე თვენი facebook ი

P.S. როგორც ხედავთ ამ სტატიის ავტორი საკმაოდ შეშფოთებული ჩანს და უხვ რჩევას გვაძლევს. (ოხ ეს უცხოელები მარტო შეშფოთება რო იციან) საქართველოში არამგონია ჰაკერობის ასეთი ფაქტები დაფიქსირდეს ყოველ შემთხვევაში “ჯერ”, არც მძარცველები არიანი ჩასაფრებული facebook ის სტატუსებს, მარგამ ამ სტატიას მაინც გამოვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე, რა იცი რა ხდება….. როგორც ერთი ვარსკვლავთმრიცხველი იტყოდა ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულიაო” ხოდა ჩვენც ვიყოთ შეიარაღებულები….

გმადლობთ ყურადღებითვის.

Comments
  1. Andy says:

    ლათინური ასოებით ისე მეზარება ხოლმე კითხვა , რა სჯობს ქართულ მრგლოვან ასოებს !🙂

  2. gabo says:

    მე–5 რჩევა არ მომწონს რაც მეტი მეგობარი მით უკეთესი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s