ეუხენა ბალბოა

Posted: მარტი 26, 2010 in სტატია
ტეგები:


თეატრი ეს ისეთი ხელოვნებაა, რომლეშიც გაერთიანებულია სასცენო ხელოვნების თითქმის ყველა კომპონენტი… ვგიჯდები თეატრზე და მინდა ჩემი ემოციები გადმოგცეთ რომელიც უხვად მივიღე მარჯანიშვილის თეატრში…

სპექტაკლი: ეუხენია ბალბოა
ალეხანდრო კასონას პიესის “ხეები ზეზეურად კვდებიან” მიხედვით

ლირიკული კომედია 3 მოქმედებად

სცენიური ადაპტაცია: ლევან (ჭოლა) წულაძე და დიმიტრი ხვთისიაშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ფერნანდო ბალბოა – გივი ბერიკაშვილი
ეუხენია ბალბოა – თამარ სხირტლაძე
მარტა – ეკა ჩხეიძე
დირექტორი- ზვიად სხირტლაძე
მაურისიო- ზურა ბერიკაშვილი
ხენოვენა – მაია ტატიშვილი
ფელისა – ეკა მჟავანაძე
ელენი – ლილ ფილფანი
მოხუცი – ლეო ანთაძე
პოლიციის ბრიგადირი – გურამ ჯაში
პოლიციელი- თენგიზ პაპიძე

დამდგმელი რეჯისორები – ლევან (ჭოლა) წულაძე და დიმიტრი ხვთისიაშვილი
მხატვარი – ნინო სურგულძე
ქორეოგრაფი – გია მარღანია
მუსიკალური გაფორმება – ზურაბ გაგოშვილი
კონცერტმაისერი- ნინო ბაგრატიშვილი
რეჯისორის ტანაშემწე- თეონა აფციაური

ეს ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ რა ხალხი მოძრაობდა სცენაზე…

დაიწყო სპექტაკლი… რაღაც უცნაურად… მოკლედ პირველმა მოქმედებამ იმედები გამიცრუა… გურამ ჯაშმა 1 მოქმედების დასასრულს იმღერა და მეთქი დავიღუპე იუმორინაზე მოვხვდი და ეგაა თქო…
მე 2 მოქმედების დასაწყისს მეგონა მამაშვილი ბაღაშვილი დაუკრავდნენ მაგარმ გადავრჩით… მეც და თეატრში თავ მოყრილი საზოგადოებაც… მეორე მოქმედება საკამოდ ხალისიანი და საინტერესო გამოდგა… ჭოლას რეჟისურაც იგრძნობოდა… როგორც იქნა ამ სპექტაკლმა მოახერხა ჩემი ჩათრევა და დიდი სიამოვნებაც მივიღე… მე 3 მოქმედებამ უკვე სიუჟეტი ასევთქვათ “შეკრა” და მთლიანობაში სპექტაკლი კარგი გამოვიდა…
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო 2 მსახიობის თამაში… ზურა ბერიკაშვილი და ეკა მჟავანაძე… რატომღაც არ მეგონა ბერიკაშვილი ესეთი კარგი მსახიობი თუ იქნებოდა… ეკა ასე თუ ისე ვიცოდი, მაგრამ მაგარმ ჩემი აღფრთოვანება მაინც შეძლო საკმაოდ კარგი და სახასიათო როლით….ეკა ჩხეიძის და ზვიად სხირტლაძის დუეტიც კარგი გამოვიდა. შინაარსის მოყოლას აზრი არ აქვს… უბრალოდ თუ სურვილი გაგიჩნდებათ სპექტაკლი ნახეთ… ვფიქრობ მოგეწონებათ…. ემოციებით საკამოდ დატვირთული ვარ და მემგონი კარგად გამოხატვაც არ გამომდის… ასერომ ფოტოებს და ვიდეობეს შემოგთავაზებთ ამ სპექტაკლიდან:

ეკა მჯავანაძე და გივი ბერიკაშვილი

მაია ტატაიშვილი და გივი ბერიკაშვილი

ეთერ სხირტლაძე

ზვიად სხირტლაძე და ეკა ჩხეიძე








მომენტები სპექტაკლიდან

სპექტაკლის პრემიერა და ეთერ სხირტლაძის ვარსკვლავის გახსნა

კომენტარები
  1. nastasia ამბობს:

    დროში გაწეწილად მომეჩვენა და უმცროსი ბერიკაშვილი ცუდად თამაშობდა…

    ისედაც, იდეა უფრო კარგია პიესის, ვიდრე სპექტაკლი იყო…

    მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუყურე, კი არადა, საერთო ჯამში კარგია 🙂

    • zevsi ამბობს:

      პირველი მოქმედების მერე ვერც კი გავიგე დრო ისე გავიდა 🙂 უმცროს ბერიკაშვილზე… რავიცი მე ჩემი აზრი დავწერე :)))

      სპექტაკლი მართლაც რომ კარგია 🙂

  2. Kate ამბობს:

    მე მომეწონა.
    პირველი ნაწილი არა ოღონდ.
    მაგრამ დანარჩენები ძალიან მომეწონა.
    დირექტორი ანუ პეპიტო. 😀
    აგერ ჩემი პოსტიც.
    http://k84u.blogspot.com/2010/02/blog-post_27.html

    • zevsi ამბობს:

      პეპიტო გოგოების გულთამპყრობელია 😀

      შენმა პოსტმა კიდევ ერთხელ გამახსენა ფრაზები სპექტაკლიდან 🙂

  3. zevsi ამბობს:

    ხო კიდე სურათები დავამატე პოსტს 🙂

  4. mari ამბობს:

    მე გუშინ ვნახე და მას მერე აჟიტირებული ვარ 🙂 სრულიად გეთანხმები უცნობო, უმცროსი ბერიკაშვილმა ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა, უფრო მეტიც, აღმაფრთოვანა :Ⴍ ახლა ამ პოსტსაც სპექტაკლის შესახებ ინფორმაციების ძიებისას წავაწყდი 🙂 ეკა მჟავანაძესაც აღვნიშნავდი, აქამდე სცენაზე არ მენახა, მომეწონა.

  5. umcrosi berikashvilis shvili....:)) ამბობს:

    ra dgeshi xart???: ))))

  6. დემეტრე სამხარაძე ამბობს:

    ძალიან მომეწონა,მსახიობების პროფესიონალიზმზე ლაპარაკი ზედმეტია.არაჩვეულებრივი პიესაა…

Leave a reply to mari კომენტარის გაუქმება