საქართველო–ესტონეთი ანუ “სუძია” გვიყვარხარ

Posted: March 4, 2010 in სტატია
Tags:


საქართველო–ესტონეთი ამხანაგური შეხვედრა… თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი საქართველოს ნაკრებისთვის მაგარმ ეს გახლდათ საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას დებიუტი… ახლა უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში…
რამდენჯერ მითქვამს თამაშის მერე წაგებით გულნატკენს, რომ ნაკრების თამაშზე ჩემი ფეხი აღარ იქნება, მაგრამ “დაანონსდება” თუ არა თამაში ჩემს ქვეცნობიერში იღვიძებს რაღაც გრძნობა, რომელიც მაფიქრებინებს რომ იქენბ ეხლა მაინც ვითამაშოთ ღირსეულად და თამაშზე მივდივარ ხოლმე…
ზემოთ ხსენებულ მატჩზე ასე არ მომხარა, არ ვიცი ქეცბას მწვრთნელობით გამოწვეულმა ინტერესმა, თუ უბრალოდ დასვენების დღემ გადამაწყვეტინა დაუფიქრებლად დამერეკა მეგობრებისთვის და დინამოსკენ ამეღო გეზი…
განწყობა საკამოდ მაღალი… თავისი სიმბოლიკით დროშის ფერებში… შეძახილები: საქართველოს გაუმარჯოს!!!… მოკლედ განწყობა უმაღლეს საფეხბურთო დონეზე მქონდა, რომ არა ავბედითი ბილეთების რიგი… ძალიან პატარა სარკმელთან, რომელიც საკამოდ დაბლა იყო განთავსებული… შემოხვეული ჰყავდა 10 ობით გულშემატკივარი, ხალხი ბილეთის ყიდვას ლამობდა და უმრავლესობას უკვე დავიწყებული ჰქონდა ეთიკის, კულტურის და ზოგსაც კიდე კაცობის ნორმები… როგორც იქნა მივაღწიე სალაროს სარკმელამდე და ბილეთები ავიღე… მაგრამ რას წარმოვიდგენდი რომ უარესი ჭედვა სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან მელოდა… მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და სტადიონის ორგანიზაციის საკითხები სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს, თუ “ევროპული სტანდარტები და რამე” გვინდა …
სტადიონზე შევაღწიეთ ადგილები დავიკავთ და თამაშიც დაიწყო… (ჰიმნს ჭედვაში მოუსმინე შესასვლელთან)

სასატარტო შემადგენლობა
1 გიორგი ლომაია
2 მალხაზ ასათიანი
3 ლაშა სალუქვაძე
4 კახა კალაძე
5 დავით კვირკველია
6 ზურაბ ხიზანიშვილი
7 გოგიტა გოგუა
8 ოთარ მარცვალაძე
9 ალექსანდრე იაშვილი
10 ლევან კობიაშვილი
11 ალექსანდრე დვალიშვილი

თამაშის პირველი წუთები

თამაში საკმაოდ საინტერესოდ მიმდნიარეობდა… მახარებდა ქართველების კომბინაციები, გრძელი გადაცემები და შემტევი ფეხბურთი… მოკლედ ნაკრებში იოტისებურ ცვლილებას მაინც ვამჩნევდი… 47:33 წუთზე 1 ტაიმის დამატებულ წუთებზე პატივცემულმა მსაჯმა 11 მეტრიანი დანიშნა (განმეორებით ვნახე ეს ეპიზოდი და მართლა მოხვედირია ხელზე იმ უბედურს ) და მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანი და თუ არ ვცდები ერთ–ერთი ცენტრ. მცველი ესტონეტს გაუგდო. კობიაშვილმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში 1-0 გახდა…

ლევან კობიაშვილი

გოლი ხო სასიხარულო იყო ჩემთვის, მაგრამ ორმაგად მიხაროდა გულშემატკივარი რო ბედნიერი ხტოდა ტრიბუნებზე და გინების ნაცვლად ფეხბურთელების გასამხნევებელ შეძახილებს ჰყვიროდა…
მე2 ტაიმის პირველი ნახევარი იგვე სცენარით გაიმართა, როგორც პირველი. საქართველო უტევდა ესტონეთი ცდილობდა კონტრ–შეტევებზე ეთამაშა… ასე გაერთო შეტევებში საქართველოს ნაკრები და როცა ჩვენი მცველები “ფაფას” ჭამდნენ ანგარიში პიურემ გაათანაბრა🙂
A. Purje (სწორად ქართულად როგორ გამოითქმის არ ვიცი მარა მე პიურე მომწონს🙂

აი აქ უკვე დაიძაბა სტადიონი და მიუხედავად დედის დღისა “დედის ტრიალი” წავიდა სრული სიტყვის მნიშვნელობით… ასე გაგრძელდა სრული 7 წუთი პიურეს დედას 3 მარტს ულოცავდნენ და რომ არა ქეცბას ცვლილება და სირაძეს ვაჟკაცობა არ ვიცი რა მოხდებოდა…
დავით სირაძე

ასე გავიმარჯვეთ და გახარებული და დასველებული წამოვედით სტადიონიდან…

“სუძია” გვიყვარხარ და დაბნეული ადგილობრივი კომენტატორი

судъя пидараст პრე–ისტორიული შეძახილი, რომელსაც პოსტ საბჭოთა ქვეყნების სტადიონებზე ხშირად გაიგონებთ… მაგრამ ეს თამაში იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მსაჯი თითქოსდა “გვ–ჯიგრობდა” და საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება ჩვენდა სასარგებლოდ მიიღო. ამ ფაქტმა და 2 მა აფრიალებულმა წითელმა ბარათმა ვთვლი რომ თამაში სანახაობრივად გააფუჭა… მიუხედავად ამისა პატივცემულ მსაჯს აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი მოკლედ ერთი კაი პურის ჭამა ჩევენზეა რა….
მეორე ტაიმიდან მწვრთნელებმა ცვლილებები დაიწყეს და ადგილობრივ კომენტატორსაც საქმე გამოუჩნდა… ახალგაზრდა გოგონა, თითქოსდა სასიამოვნო ხმით და ერთობ აღმაფრთოვანებელი ინგლისური აქცენტით ცდილობდა 2 ენაზე ცვლილებები გამოეცხადებინა… ქეცბაია ცალკე აკეთებდა ცვლილებას ეს გოგონა ამ ცვლილების საკუთარ ვერსიას და ხედვას გვთავაზობდა… დაახლოებით მეორე შეცდომაზე როდესაც სტადიონმა უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა კომენტატორი ისე დაიბნა რომ 2 სიტყვა ვერ გადააბა ერთმანეთზე და ჩემმა დაკვირვებულმა ყურმა, მის ხმაში ცრემლიც კი შენიშნა სწორედ ამ პერიოდში…
ასე თუ ისე მატჩმა მაინც ხალისიანად ჩაიარა და იმედია ქეცბაიამ კიდევ უფრო კარგად დაინახა თუ რა არის შესაცვლელი და რა დასანერგი ნაკრებში…

თემურ ქეცბაია (ქეცბა)

ამავე პოსტში მინდა აღფრთოვანება გამოვხატო ახალგაზრდული ნაკრების წარმატებაზე… ბიჭებმა ძალიან მაგარდ ითამაშეს და რომ არა საშინელი მოედანი ანგარიში გაცილებით მატი იქნებოდა…
P.S ქეცბა იწყებს ნაკრებში მუშაობას, რაღა თქმა უნდა წარმატებები მას და იმედია გუნდს ფეხზე დააყენებს, თან ახალგაზრდულის ბიჭებიც ერთ–ორ წელში მოვლენ ნაკრებში და იმედია გვეშველება…

საქართველოს გაააააუმარრრრრ

Comments
  1. Omg says:

    კობის ადგილას მეკარეს იმ ბურთს დავუგორებდი🙂 უფრო კაი ტიპობა იქნებოდა და იმჰო გულშემატკივარსაც გაუსწორდებოდა ეგეთი ჟესტი🙂

    • zevsi says:

      ჩვენი გულშემატკივარი მაგას სხვანაირად გაიგებდა🙂

  2. zambara says:

    თამაშზე მეც ვიყავი… სასწაული თამაში არ იყო მაგრამ მოგება მაინც ასწორებს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s