საქართველო ეს ისეთი ქეყანაა რომელშიც ერთმა რიგითმა ადამიანმა შეიძლება გაიღვიძოს როგორც ადრე, დაიბანოს პირი, გამოიხეხოს კბილები… გავიდეს გარეთ და ისეთი რამ შეემთხვას რომ მეორე დღეს მისი სახელი სრულიად საქართველომ იცოდეს და ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსზე და შოუ ბიზნესის წარმომადგენელზე ცნობადი და პოპულარული გახდეს….
საქართველოს უახლეს ისტორას ასეთი მაგალითები მრავლად ახსოვს, მოდი ჩვენც გავიხსენოთ, განვიხილოთ და ქრონოლოგიურად მივყვეთ…

მაცივარი
ეს ის დროა როდესაც მაგდა ანიკაშვილს ჯერ კიდევ არ გააჩნია პოლიტიკური ამბიციები და მშვიდად მიუყვება ჯურნალისტური კარიერის დინებას… ერთ–ერთი გადაცემისას მაგდამ გვაუწყა, ქალაქის ერთერთ უბანში უბედური შემთხვევის შესახებ და რეპორტაჯიც ეთერში გავიდა:

ეს ადამიანი დაზარალებულია და ჰყვება თავის უბედურების ისტორიას რომელიც “სასადილო კუხნაში” დაიწყო… ასე დაიწყო მისი პოპულარიზაცია… ტელეკომპანია იმედიდან ეს ვიდეო youtube ზე მოხვდა შემდეგ myvideo ზე მერე რომელიღაცის მობილურში და ბლუთუს მადლ შეწეული მთელ თბილისს მოედო და გასცდა კიდეც დედაქალაქის საზღვრებს….
კოხორა
სულ პატარა ბავშვს რომ ჰკითხო კოხორა ვინ არისო შეიძლება გამართული ფრაზა ვერ გითხრას მაგრამ აუცილებლად შეეცდება კოხორას რომელიმე გაჰიტებული ფრაზა წაილუღლუღოს… ყველაფერი კი წვრილმანი ხულიგნობით დაიწყო… ინვერ მანიას “ახლობელმა” მაღაზიიდან “რაღაც–რაღაცეები” მოიპარა, მაგრამ პატრულმა ოპერატიულად დააკავა და ოპერატიულადვე აიღო ინტერვიუ პატრულის კორესპოდენტმა….

საეჭვოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თემურმა საკმაოდ გულახდილად ისაუბრა და დეტალურად მოყვა “ყოლიფერი” თავი დამნაშავედ აღიარა და პატრულს მადლობაც გადაუხადა…
myvideo ს რეიტინგზე ლაპარაკი ზედმეტია… კოხორა youtube ზე ლიდერობდა ყველაზე მეტი ნახვებით… ამ ვიდეოს ტიტრებიც კი გაუკეთეს ინგლისურ ენაზე… თემური ვალერის ძე ჯახაიას უკვე ყველა იცნობდა… მიიწვიეს ვანოს შოუში (დიდი არაფერი შოუა მარა ეკრანზე გამოჩნდა რა ) აჩუქეს ველოსიედი, გახმოვანებინეს ფილმი… საკმაოდ წარმატებით იყიდებოდა მაისურები კოხორას გამოსახულებით… მოკლედ კაი ხანი კოხორა და კოხორას ტერმინოლოგია თბილისური იუმორის მამოძრავებელი ძალა გახდა…
დნნ დშნ

მიუხედავად მრავალი “მარგალიტისა” რომელიც ჯესოტარზე იყო “ფელიჩიტა” მაინც ყველაზე ბრწყინვალე აღმოჩნდა და ხალხის სიყვარულიც მოიპოვა… დაიწყო ისევ: ვანოს შოუ; ახლა უკვე პროფილიც და ბოლო–ბოლო ამ კაცს ჯეოსტარის კონცერტი გაახსნევინეს და დიდი ხნის ოცნებაც აუსრულეს…

გულნაზი გოლეთიანი
ახლა უკვე ამ ადამიანის სახელი და გვარი იცის ყველამ… მან ნიჭიერში ისე იმღერა რომ ჟიურისაც და მაყურებელსაც პირი დააღებინა….

გულნაზ გოლეთიანის გარდა მრავალი ადამიანი იყო, რომელიც გამობრწყინდა, მაგრამ გოლეთიანის სიმღერა მაინც რაღაც სხვანაირად მოხვდა გულზე ქართველ მაყურებელს…
ვნახოთ როგორ გაგრძელდება ამ ადამიანის პოპულარობა… ეს ადამიანი პროფილში უკვე ვიხილეთ (ალბათ დაიბეჭდებოდა ვითელ პრესაშიც…. ამ უკანასკნელს არ ვეცნობი) და ახლა უკვე მოუთმენლად უნდა ველოდოთ ნიჭიერის მე–2 ტურს…

ჩამოთვლილთა გარდა მარავალი myvideo ს გმირი იყო არს და იქნება, მაგრამ მე აინც “ზე” პოპულარულებზე ვისაუბრე…

დაფიქრდით შეიძლება ერთ დღეს ნებისმიერი თქვენთაგანი გახდეს ასეთივე პოპულარული, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს პოპულარობა დიდხანს ვერ გრძელდება და ასეთი “უცბაშად” გაბდღვიალებული ვარსკვლავები მალე გვავიწყდება თუ გვბეზრდება ღმერთმა იცის…..

გმადლობთ ყურადღებისთვის

Comments
  1. Tomushka says:

    ვაიმე, აი თავში მორტყმულ მაცივარზე სასაცილო არააა, მაგრამ რა ვქნა ძააალიან ბევრი ვიცინე😦
    არადა შემეცოდა დაზარალებული.

    • zevsi says:

      მე მაგდაზე უფრო გამეცინა სუბოტექსზე და მარიხუანაზე სიცილით რო ყვებოდა🙂

  2. zambara says:

    კოხორა მაინც ლეგენდაა :))
    კაი პოსტი იყო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s