ჩანახატები

Posted: February 21, 2010 in სტატია
Tags:


როგორც ოლიმპოს მთადან ხედი სამყაროზე მეც ხანდახან ისე გადმოვხედავ ხოლმე ქვეყნიერებას ოღონდ ოლიმპიელი ღმერთებისაგან განსხვავებით პირში სიგარეტ გაჩრილი და ბეჭებში ოდნავ მოხრილი
საქართველო ეს მშვენიერი ადგილი რომელიც ყველას უყვარს და ყველა ემტერება საოცარი ქვეყანაა… ამ საოცარ ქვეყანაში არის ბევრი საოცარი ქალაქი მაგარმ დედაქალაქი ტფილისია და მეც ამ საოცარი ქალაქის მკვიდრი გახლავართ… თბილისი სინათლის ქალაქია… მაგრამ მაინც ბნელი… თბილისიში საოცარი ხალხი ცხოვრობს, მაგარმ ცუდი რაღაცეებიც ხდება… მოკლედ უნიკალურია რა ეს ჩევნი დედაქალაქი…
ეს პატარა ქალაქი სულ ფუსფუსებს, სულ ოხრავს, მოკლედ საინფორმაციოებს სამუშაო ყოველთვის აქვს და მათი გადაცემებიც აუცილებლად საოცარი ნიუსებით იწყება…
დედაქალაქს ბევრი ქუჩები აქვს… მათ შორის რამდენიმე პრიორიტეტული, სვეცკი, ისტორიული და უბრალო…
ქუჩები ხალხის გარეშე უაზრობა იქნებოდა და თბილისც აზრიანი ქალაქია… ქალაქთან ერთად ხალხიც ფუსფუსებს, ხანდახან მოსაბეზრებლადაც კი… ზოგს ბევრი ფული აქვს, ზოგს პურის ფულიც არ აქვს… ეს როგორც ყველგან არც თბილისია გამონაკლისი, პირიქით საოცარია..
თბილისში თოვლიც მოდის და ხანდახან ისვრიან… ყოველდღე იტუებიან და ყოველდღე ერთი ჩინელი ჩამოდის… თბილისში ბევრს ვალები აქვს და ბევრს უყვარს ერთმანეთი…
აქ წვიმა ლამაზია და თბილისზე ბევრი სიმღერაა დაწერილი… ქალაქში ბევრი ეწევა და ცოტა არ ეწევა… თბილისში ბევრი ეკლესიაა და მრევლიც დიდია… “უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა” ზოგს კი ერთი სული აქვს გაიქცეს ამ ქალაქიდან… “მე მიყვარს თბილისი” 25 ლარი ღირს, ეს ლოგოა, გრძნობა კი ფასდაუდებელი…

და თქვენ?

Comments
  1. zambara says:

    მეც მიყვარს თბილისი 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s