ეს ადამიანი ბავშობიდან მახსოვს… მისი ხმა… ანაც უბრალოდ ჰაბიტუსი ერთხელ რომ ნახო, ან ხმა მოისმინო კაცმა არა მგონია დაგავიწყდეს…
ვახუშტი კოტეტიშვილის დაღუპვის ამბავი საკმაოდ გვიან შევიტყვე… მოგეხსენებათ აგვისტოს ომის დროს დაიღუპა და რატომღაც ამ ინფორმაციამ ვერ მოაღწია ჩემამდე… დიდიხანია მინდოდა ამ ადამიანზე დამეწერა… ასერომ გთავაზობთ პოსტს სახელად ვახუშტი კოტეტიშვილი
პოსტის წერის დაწყებამდე აუცილებლად ვაგროვებ ინფორმაციას როგრც ინტერნეტში ასევე სხვადასხვა წიგნებში… არც ამ პოსტისთვის მზადება იყო გამონაკლისი და კოტეტიშვილის ბიოგრაფიული ცნობები სად უნდა მომეძია თუ არა ქართულ ვიკიპედიაზე… სამწუხაროდ ესეთი გვერდი ინტერნეტ ენციკლოპედიაში არ აღმოჩნდა… სიმართლე გითხრათ შემრცხვაქართულ ვიკიპედიაზე სადაც არსებობს ლელა წურწუმიას და თუნდაც კახა კუკავას გვერდები… ვახუშტი კოტეტიშვილის გვერდიც უნდა არსებობდეს… (არც ლელასთან და არც კახასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე)
ახლა უკვე Google.com ს მივაშურე მაგარმ მსოფლიოში საუკეთესო საძიებო სისტემამ მხოლოდ myvideo.ge ს Youtube.com ს და tvali.ge ს ლინკები “ამოყარა” სახელწოდებით “უცენზურო შაირები” ალბათ მიხვდით რომელ ვიდეოზეც მაქვს საუბარი…
რაღა ბევრი გავაგრძელო და ისევ ჩემს მეხსიერებას და ჩემს წიგნის თაროებს მივაშურე და მშრალი ბიოგრაფიული ცნობები მოვიპოვე…
ვახუშტი კოტეტიშვილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.
დაიბადა 1935 წელს… დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1954 წელს… მისი პირველი თარგმანი კი 1958 წელს…
ვახუშტის შემოქმედება ძირითადად სპარსულ ლიტერეატურას და პოეზიას ეხება… სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის “რობაიათი”, ჯამის “ლირიკა”, ჰაფეზის “ლირიკა” და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა (სამწუხაროდ ამ წიგნების სახელები ვერ მოვიძიე) . საკამო ნაშრომები აქვს მას ქართულ პოეზიაში… აღსანიშნავია მისი თავდადება ქართული ფოლკლორისადმი… ვახუშტი კოტეტიშვილმა მრავალი ხალხური ლექსი, თუ შაირი დავიწყებას გადაარჩინა… შეკრიბა ისინი და წიგნად გამოსცა… “ლექსო არ დაიკარგები” ქართული ხალხური ფოეზიის მარგალიტებით არის სავსე… აღსანიშნავია მის მიერ ჩატარებული მრავალი პოეზიის საღამო… რომელიც XX საუკუნის 80-იან წლებში, ფილმარმონიის დარბაზში იმართებოდა და სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ სტუმრებს საშუალებას აძლებდა საკუთარი კუთხის ფოლკლორი, თუ პოეზია ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო… ამ პოეზის საღამოების ვიდეო ჩანაწერიც არსებობს და პირველი არხის ფონდში ინახება… ამ საღამოების აღდგენის მიზნით, რუსთაველის თეატრში 2008 წლის მაისში ჩატარდა ფოლკლორის საღამო “ლექსო, ნუ დაიკარგები”, რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილი ეთერ თათარაიძესთან ერთად უძღვებოდა და რომელზეც გადაწყდა, რომ ამ საღამოებს მისი სახელი მინიჭებოდა. გარდაცვალებამდე გამოქვეყნდა მისი მონოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები “ჩემი ცხოვრება”.

ვახუშტი კოტეტიშვილი ფილტვების ქრონიკულ დაავადებას რამდენიმე წელი მკურნალობდა. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ის შოკურ მდგომარეობაში კრიტიკული კარდიოლოგიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სწორედ საავადმყოფოში მიიღო მან ბოლო ჯილდო – პრემია ”საბა” ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ახლა ჩემს საწერ მაგიდაზე დევს წითელ ყდიანი წიგნი “ლექსო ნუ დაიკარგები” რომელიც ხალხური ლექსების კრებულია… ამ წიგნის გადაკითხვის შემდეგ მიხვდბი ქართველურ ხელოვნებას… ქართველურ ვაჟკაცობას… ქართველურ სიყვარულს… ქართველურ იუმორს… მოკლედ ეს ხალხის საგანძურია და ამ საგანძურის შემონახვასა და წიგნად გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის ვახუშტი კოტეტიშვილს…

ნაკვესი ვახუშტი კოტეტიშვილის ესსე დან

“ჩემი ბინის ოთახები ვეღარ იტევს სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ სისქის რვეულებს, უბის წიგნაკებს, ბარათებსა თუ ფარატინა ფურცლებს. დატენილსა და დაბერილ საქაღალდეებს ყელში სჩრიათ აცა-ბაცა ბატიფეხურით ნაწერი ლექსები, თქმულება-ლეგენდები, შელოცვები, ანდაზები თუ ნაკვესები… ეს ყველაფერი ყოველდღიურად იზრდება, მრავლდება, ხვავდება და ბოლო აღარ უჩანს, ლამის ქვეშ დაგვიტანოს მთელი ოჯახი.
გზავნიან ფოსტით, მოაქვთ პირადად, ხელიდან ხელში, ან ატანენ ვინმეს, ელიან პასუხს. მოხუცნი თუ ახალგაზრდანი, თვით ავტორნი თუ მათი მემკვიდრენი, გათვითცნობიერებული ჩამწერ-შემკრებნი თუ შემთხვევითი პირები, რომელთაც სადღაც, ოდესღაც, როგორღაც, ვიღაცისგან სმენიათ, მოუკრავთ ყური, ჩაუწერიათ და არ უნდათ, რომ დაიკარგოს… – იქნება, რამეში გამოგადგეთო. – იტყვიან მორიდებით და გიტოვებენ ძველი სკივრებიდან ამოლაგებულ პაპისა და მამა-ბიძების მიერ ჩაწერილ მასალებს, რომელთაგან ზოგჯერ მართლაც საოცარი სხივი გამოკრთება ხოლმე, ჩაუმქრალი სხივი ალალად ნათქვამი სიტყვის მადლისა.”

ძალიან მომწონს ვახუშტის მიერ დაწერილი ლექსები და აქვე რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა…

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

1957.

ბოლო სადღეგრძელო

ესეც ჩემი იღბალი თუ ბედი _
გამიფრინდა სიხალისის მტრედი.

ესეც ჩემი იღბალი თუ წერა _
ქვეყანაზე აღარაფრის მჯერა.

სიბრძნე, ღვინო, დუდუკი თუ ქალი,
ყველაფერი ამ ჭიქაში ვკალი.

შესასმელი დამრჩა ბოლო ჭიქა:
ჭირი აქა, ხოლო ლხინი იქა!

1993.

იუმორესკები

1. ნასმურევზე
(აპოლინერისებური)
ეძღვნება თელავში: ბაადურ ბალარჯიშვილს,
თბილისში: დათო მაღრაძეს

დილა.
ლოგინში ზმორება ნელი.
მზემ ფანჯარაში შემოჰყო ხელი
და სიგარეტი მომაკიდებინა.
თავდაყირა დგას ჩემი კიდობანი…
აქ გდია ქოში,
იქ _ ცალი წინდა…
დღეს მუშაობის არა მაქვს ხოში.
დალევა მინდა.

2002.
2. უარი – ორევუარი

მქონდა ოდითგან ოცნება ორი _
ოდნავ მბჟუტავი და შორზე შორი.

ვცადე სიზიფეს ლოდის ატანა
მაგრამ სიბერემ მითანდათანა,

და გავისტუმრე ორივ უარით
თავაზიანი «ორევუარით».

2003.

მზეოს

ჩემი მარტოობის ბაღში
გაჩნდა უცხო ყოილი,
როგორც უპატრონო ბავშვი,
ნიავს ჩამოყოლილი.

ჩამძახიან ვერ იქნება
ის შენს ხელში მოვლილი,
რადგან წლები ეფიქრებათ
ჩემზე ჩამოთოვლილი.

რა იციან, ზოგჯერ დარობს
დეკემბერში მაისი
და ენძელაც თოვლქვეშ ხარობს,
როგორც ედელვაისი.

1994.

ჩაკრულო

სიმღერავ ქართულო,
მარტივო და რთულო,
უნაზეს სიმებად,
სირმებად დართულო,
ცამდე აღმართულო
სართულზე სართულო,
წიაღით მომსკდარო,
სილაღით გართულო.

მრავალგზის ჩაგრულო,
სულო ვერჩაკლულო _
«ჩაკრულო»!

1999 წ.

და ბოლოს ფრაგმენტები თსუ ში გამართული საღამოდან

გმადლობთ ყურადღებისთვის…

About these ads
Comments
  1. vaster.ge says:

    დიდი მადლობა იმ ადამიანს ვინ ვახუშტი კოტეტიშვილს მიუძღვნა ეს გვერდი :))))))))

    • zevsi says:

      მადლობა თქვენ რომ უყურადღებოდ არ დატოვეთ ყოველივე ეს…. :)

  2. ხომ ვერ მეტყვით რომელ ქართველ პოეტს უწოდა ვახუშტი კოტეტიშვილმა ოცდამეერთე საუკუნის ფრანსუა ვიიონი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s